კატეგორიები

ვლადიმერ პუტინი ოფიციალური ვიზიტით ჩინეთში ჩავიდა

ვლადიმერ პუტინი ოფიციალური ვიზიტით ჩინეთში ჩავიდა
ვლადიმერ პუტინი ოფიციალური ვიზიტით ჩინეთში ჩავიდა. კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტი პუტინი  ჩინეთის ლიდერს სი ძინპინს შეხვდება.

მოლაპარაკებებისას კი მხარეები პარტნიორობასა და სტრატეგიულ თანამშრომლობასთან დაკავშირებულ საკითხებს დეტალურად განიხილავენ. ასევე თანამშრომლობის განვითარების ახალ მიმართულებებზე ჩამოყალიბდებიან.

Andy Wong/Copyright 2024 The AP.

რუსეთისა და ჩინეთის ლიდერების საუბრის თემა იქნება საერთაშორისო ურთიერთობების საკითხები, ისევე როგორც რეგიონში არსებული პრობლემები. პუტინის ჩინეთში ვიზიტი უკრაინაში ბრძოლების კრიტიკულ ეტაპზე გადასვლას ემთხვევა. ეს ვლადიმერ პუტინის პირველი ოფიციალური ვიზიტია, მას შემდეგ რაც ის რუსეთის პრეზიდენტი მეხუთედ გახდა.

დაკავშირებული ამბები
ლიბანსა და ისრაელს შორის მოლაპარაკებები გარღვევის გარეშე დასრულდა, მხარეები ერთმანეთს 1 სექტემბერს შეხვდებიან იაპონელების ნაწილი სანაე ტაკაიჩის მთავრობის ახალ უსაფრთხოებით პოლიტიკას აპროტესტებს
სხვა ამბები