მთავარიევროპარუსეთირუსეთის თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს, ანდრეი ბელოუსოვი შეცვლის

რუსეთის თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს, ანდრეი ბელოუსოვი შეცვლის

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციის შემდეგ კრემლში მინისტრთა კაბინეტი გადადგა, თუმცა მთავრობის წევრების უმრავლესობა დაკავებულ თანამდებობას შეინარჩუნებს.

ცვლილებები შეეხო რუსეთის თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს. მას ჩაანაცვლებს ანდრეი ბელუსოვი, რომელიც მიხაილ მიშუსტინის მთავრობაში პრემიერ-მინისტრის პირველი მოადგილე იყო.

რუსეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრი სერგეი შოიგუ რუსეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის პოზიციას დაიკავებს.

Copyright Alexander Zemlianichenko/Copyright 2024 The AP.

შოიგუ ერთადერთი მინისტრია, რომლის თანამდებობაზე დატოვების წინადადებაც არ წამოუყენებია პრეზიდენტს. იგი 2012 წლიდან იყო თავდაცვის მინისტრი.  შოიგუ თანამედროვე რუსეთის ისტორიაში მეორედ რჩება მინისტრთა კაბინეტს მიღმა. იგი 1991 წლიდან იკავებდა მინისტრის თანამდებობას.

2012 წელს რამდენიმე თვით შოიგუ მოსკოვის ოლქის გუბერნატორი იყო.

მიაჩნიათ, რომ შოიგუ პუტინთან დაახლოებული პირია, რადგან ის პრეზიდენტთან ერთად ნადირობდა და ბუნების წიაღში ატარებდა დროს. შოიგუ ერთ-ერთი დამაარსებელია პარტია „ედინაია როსიისა“, რომელიც პარლამენტში პუტინის მთავარი ძალა იყო მისი პრეზიდენტობის პირველი და მეორე ვადის პერიოდში.

თუმცა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ  ხელისუფლების მომხრე აქტივისტები და ბლოგერები მას სამხედრო წარუმატებლობის გამო მწვავედ აკრიტიკებდნენ.

ამასთან, ცნობილი გახდა, რომ პუტინმა ნიკოლაი პატრუშევი უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობიდან გაათავისუფლა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend