კატეგორიები

უკრაინაში აღკვეთეს ვოლოდიმირ ზელენსკიზე თავდასხმა

უკრაინაში აღკვეთეს ვოლოდიმირ ზელენსკიზე თავდასხმა

უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელთა ინფორმაციით, სახელმწიფოს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიზე, სამხედრო დაზვერვის მეთაურ კირილო ბუდანოვსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მეთაურ ვასილ მალიუკზე იგეგმებოდა თავდასხმა და მათი მკვლელობა. უკრაინის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენელთა განცხადებით, სამხედრო დაზვერვის მეთაური აღდგომამდე უნდა მოეკლათ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მეთაურის სიცოცხლის ხელყოფა კი პუტინისთვის საინაუგურაციო საჩუქრად იყო გათვალისწინებული.

უკრაინის მთავრობის დაცვის ქვედანაყოფის ორი პოლკოვნიკი დაკავებულია და მათ ბრალი ედებათ რუსეთისთვის საიდუმლო ინფორმაციის გადაცემაში.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც რუსეთთან დაკავშირებული პირები ცდილობდნენ უკრაინის პრეზიდენტის მოკვლას.

გავრცელებული ინფორმაციით, ზელენსკის სიცოცხლის მოსპობის რამდენიმე მცდელობა იყო მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2022 წლის თებერვალში დაიწყო სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში.

დაკავშირებული ამბები
ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრება შესაძლოა ტერიტორიის დათმობაზე იყოს დამოკიდებული ჩერნობილის ტრაგედიიდან 40 წლის შემდეგ, ჩერნობილს „ლიკვიდატორთ“ა ჯგუფი ეწვია
სხვა ამბები