კატეგორიები

რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ქრთამის აღებისთვის დააკავეს

რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ქრთამის აღებისთვის დააკავეს

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. თიმურ ივანოვი, სერგეი შოიგუს 12 მოადგილიდან ერთ-ერთი, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მიერ არის სანქცირებული.

ყოფილი მაღალჩინოსანი 2 თვეს გაატარებს წინასწარი დაკავების საკანში მანამ, სანამ გამოძიება მიმდინარეობს. რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საინფორმაციო საშუალება “ტასის” ცნობით, ბრალდებული ბრალს არ აღიარებს.

თიმურ ივანოვი თავდაცვის მინისტრის მოადგილედ 2016 წელს დაინიშნა და ის სამხედრო ინფრასტრუქტურასა და უძრავ ქონებას მეთვალყურეობდა. ეს პიროვნება მონაწილეობდა ანექსირებული მარიუპოლის ინფრასტრუქტურულ სამუშაოებშიც.

დაკავშირებული ამბები
პუტინმა რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ცვლილებების შესახებ გამოაცხადა 400-ზე მეტი უკრაინული დრონი რუსეთის თავზე - მოსკოვი დაღუპულების შესახებ იუწყება
სხვა ამბები