კატეგორიები

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი ჩინეთში სამდღიან ვიზიტს იწყებს

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი ჩინეთში სამდღიან ვიზიტს იწყებს
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი ოლაფ შოლცი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვია.

გერმანელი ლიდერი ჩინეთის სამხრეთ – აღმოსავლეთში მდებარე ჩონგჩინგის რეგიონში ჩავიდა,  შოლცი ჩინეთში სახელმწიფოს პრემიერ – მინისტრმა, ლი ჩიანგიმ მიიწვია.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერს თან ახლავს გერმანელ მეწარმეთა დელეგაცია, მათ შორის არიან სიმენსის, ბაიერის, მერსედესისა და BMW – ის წარმომადგენლები.

ოლაფ შოლცი წელს პირველი დასავლელი სტუმარია ჩინეთში, კოვიდ პანდემიის შემდეგ კი ეს ოლაფ შოლცის რიგით მეორე ვიზიტია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში.

დაკავშირებული ამბები
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ჩინეთის პრეზიდენტს სი ძინპის შეხვდა თურქეთის ერთ-ერთ სკოლაში ყოფილმა მოსწავლემ ცეცხლი გახსნა - დაშავებულია 16 ადამიანი
სხვა ამბები