კატეგორიები

ჰაიტის რესპუბლიკაში ჰუმანიტარული კრიზისი ყოველდღიურად მწვავდება

ჰაიტის რესპუბლიკაში ჰუმანიტარული კრიზისი ყოველდღიურად მწვავდება
გაეროს სურსათის მსოფლიო პროგრამის წარმომადგენელთა ინფორმაციით, ჰაიტიში სასურსათო კრიზისი 2010 წელს მომხდარი მიწისძვრის შედეგებზე უფრო მწვავეა.

ანგარიშის მიხედვით, ქვეყანაში ძალადობის ხშირი შემთხვევის გამო მოსახლეობის თითქმის ნახევარი შიმშილის ზღვარზეა.

მარტიდან, გაეროს სურსათის სააგენტომ ჰაიტის დედაქალაქ პორტ-ო-პრენსსა და სხვა ქალაქებში 80 ათას ადამიანს შესთავაზა ცხელი კერძი.

კრიმინალური ბანდები აკონტროლებენ საკვების განაწილების მარშრუტებს. მათ  დედაქალაქის მთავარი პორტიც პარალიზებული აქვთ.

ჰაიტის დედაქალაქი კრიმინალურ ბანდებს აქვთ დაკავებული. ისინი პრობლემებს უქმნიან მშვიდობიან მოქალაქეებსაც. 17,000 ადამიანი იძულებული გახდა, საკუთარი კარ-მიდამო დაეტოვებინა.

დაკავშირებული ამბები
კვლევა აჩვენებს, რომ კლიმატის ცვლილება ტვინის ჯანმრთელობაზე უარყოფით გავლენას ახდენს ნავთობის ფასმა ბარელზე 110 დოლარს გადააჭარბა
სხვა ამბები