კატეგორიები

,,ციმბირის ბატალიონის” წევრები კიევში სამხედრო წვრთნებში მონაწილეობენ

,,ციმბირის ბატალიონის” წევრები კიევში სამხედრო წვრთნებში მონაწილეობენ
უკრაინის შეიარაღებული ძალების ციმბირის ბატალიონის წევრები  კიევის რეგიონში გამართულ წვრთნებში მონაწილეობდნენ.  

„ციმბირის ბატალიონი“ იმ რუსი ჯარისკაცებისგან შემდგარი დანაყოფია, რომლებიც უკრაინის სამხედრო რიგებს შეუერთდნენ. ბატალიონის წევრები იმედოვნებენ, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გადაყენებაში თავიანთ წვლილს შეიტანენ. ციმბირის ბატალიონის წევრები ძირითადად რუსეთის შორეული აღმოსავლეთის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები არიან.

„ციმბირის ბატალიონის” წრთვნები – Euronews

„ციმბირის ბატალიონი“ ოფიციალურად უკრაინის რეგულარული არმიის ნაწილია, არსებობს ასევე  მოხალისეთა ქვედანაყოფები, მაგალითად, „რუსეთის თავისუფლების ლეგიონი“ და „რუსეთის მოხალისეთა კორპუსი“, რომელთა შემადგენლობაში  რუსეთის მოქალაქეები არიან.

„ციმბირის ბატალიონის“ მებრძოლები ჯერ გადიან გადამზადებას, რომელსაც ზოგჯერ ერთი წელი სჭირდება, შემდეგ კი აღმოსავლეთ უკრაინაში ფრონტის ხაზზე განლაგდებიან.

აღმოსავლეთ ციმბირის ბატალიონის მებრძოლები იმედოვნებენ, რომ უკრაინა გაიმარჯვებს, შესაბამისად, რუსეთის ღარიბ რეგიონებზეც აღარ გავრცელდება  ვლადიმერ პუტინის კონტროლი.

Related news
უნგრეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობა მწვავდება რუსეთმა უკრაინის ქალაქ მიკოლაივზე დრონებით იერიში მიიტანა
სხვა ამბები