კატეგორიები

ვოლოდიმირ ზელენსკი პუტინზე საუბრობს

ვოლოდიმირ ზელენსკი პუტინზე საუბრობს

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინის სისხლის საერთაშორისო სამართლებრივ დევნაზე საუბრობს. ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ როდესაც საქმე ეხება დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემას, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ არის ის.

„დარწმუნებული ვარ, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო გააგრძელებს სამართლის აღსრულებისთვის დაუღალავ შრომას და ყველა დამნაშავე შესაბამის პასუხს აგებს, საერთაშორისო საზოგადოების წინაშე ჩადენილი საზარელი დანაშაულისთვის. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ გაყინული რუსული აქტივების სწორედ იმ ერის საკეთილდღეოდ გამოყენებისთვის, რომლის განადგურებასაც პუტინი ამ ომით ცდილობს”, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, უკრაინის პრეზიდენტმა.

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის დაკავების ორდერი უკრაინიდან რუსეთში არასრუწლოვანების უკანონო დეპორტაციის ბრალდებით აღძრა.

დაკავშირებული ამბები
ევროკავშირმა უკრაინული წარმოების დრონებისა და საბრძოლო მასალისთვის 1,24 მილიარდი ევრო გამოყო უკრაინული დაზვერვის ინფორმაციით, მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ მასირებულ იერიშს ამზადებს
სხვა ამბები