კატეგორიები

ვოლოდიმირ ზელენსკიმ საგარეო დაზვერვის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ საგარეო დაზვერვის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სახელმწიფოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან თანამდებობაზე, საგარეო დაზვერვის სამსახურის მეთაურის პოსტზე, ლეჰ ივაშენკო დანიშნა. მისი წინამორბედი ოლექსანდრ ლიტვინენკო კი სახელმწიფოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის გენერალური მდივნის პოსტს დაიკავებს .

ვოლოდიმირ ზელენსკიმ საგარეო დაზვერვის სამსახურის ახალი მეთაური დაახასიათა როგორც პროფესიონალი და პატრიოტი.

“ომისას სახელმწიფოს საგარეო დაზვერვის სამსახურის თანამშრომლებმა დაამტკიცეს, რომ ერს მათი იმედი შეუძლია ჰქონდეს. თქვენ უმნიშვნელოვანესი საქმიანობით ხართ დაკავებულნი. მე გენერალ ელჰ ივაშენკოს ამ საპასუხისმგებლო საქმეს ვანდობ იმ იმედით, რომ უკრაინა შეძლებს ოკუპანტების მოსპობასა და განდევნას”, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, უკრაინის პრეზიდენტმა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ორი დღის წინ თანამდებობიდან გაათავისუფლა ოლექსეი დანილოვი, სწორედ მის ადგილას დაინიშნა სახელმწიფოს საგარეო დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელი.

Related news
გასულ უქმეებზე რუსულმა ძალებმა იერიში მიიტანეს უკრაინის ქალაქებსა და რეგიონებზე უნგრეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობა მწვავდება
სხვა ამბები