კატეგორიები

რუსულმა საოკუპაციო ძალებმა ქალაქი ხარკივი ისევ დაბომბეს

რუსულმა საოკუპაციო ძალებმა ქალაქი ხარკივი ისევ დაბომბეს
რუსეთის საოკუპაციო ძალები 2022 წლის შემდეგ, პირველად დაესხა თავს საავიაციო ბომბებით ქალაქ ხარკივს. შეტევას ერთი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, 19 კი დაშავდა. დაშავებულებს  შორის არიან ბავშვებიც. 

ადგილზე სამხედრო ექსპერტები და პოლიციელები მუშაობენ.

ერთ-ერთი მოქალაქე  ამბობს, რომ თავიდან ძლიერი ხმა იყო, შემდეგ კი უცებ დაბნელდა. ჰყვება, რომ თვალები მტვრითა და სისხლით აევსო. თვითმხილველები ამბობენ, რომ ყველგან ბუნებრივი აირის სუნი იგრძნობოდა.

უკრაინის პრეზიდენტი სუმის რეგიონში, ფრონტის ხაზთან ჩავიდა. 

ვოლოდიმირ ზელენსკი ჯარისკაცებს შეხვდა და სუმის სამხედრო ჰოსპიტალში  დაჭრილი მეომრებიც მოინახულა.  მან მებრძოლებს ქვეყნის სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და ჯილდოები გადასცა.

დაკავშირებული ამბები
რუსეთმა უკრაინაში სუმის ოლქზე მორიგი საჰაერო იერიში მიიტანა საზღვრიდან 1 300 კილომეტრში - უკრაინამ რუსეთს დრონებით შეუტია
სხვა ამბები