კატეგორიები

უკრაინის პრეზიდენტმა სახელმწიფო უშიშროების სამსახურის წარმომადგენლები დააჯილდოვა

უკრაინის პრეზიდენტმა სახელმწიფო უშიშროების სამსახურის წარმომადგენლები დააჯილდოვა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ სახელმწიფოს უშიშროების სამსახური რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლაში ერთ-ერთი საუკეთესო იარაღია. ეს განცხადება უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა უშიშროების სამსახურის მოსამსახურეთა დაჯილდოებისას გააკეთა.

“ომისას ჩვენი უშიშროების სამსახური მეტად განვითარდა და დღესდღეობით ჩვენი სახელმწიფოს არსენალში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ იარაღს წარმოადგენს. უშიშროების სამსახური გამოწვევებს შესაბამისად პასუხობს და მტერს სათანადო ზიანს აყენებს. ჩვენი უშიშროების სამსახური რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საბრძოლო პოტენციალის დეგრადაციის საუკეთესო საშუალებაა”, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა შავ ზღვაში რუსული სამხედრო ფლოტის გემების განადგურებაში უშიშროების სამსახურის მიერ შეტანილ წვლილს.

დაკავშირებული ამბები
უკრაინას აშშ-სგან პეტრიოტის რაკეტების 5% ესაჭიროება ივლისში უკრაინამ ომში 2022 წლის მარტის შემდეგ ყველაზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაკარგა
სხვა ამბები