SOS Plastic Challenge – სკოლებისთვის გარემოსდაცვითი კონკურსი იწყება.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეები და პედაგოგები მიიღებენ მნიშვნელოვან ინფორმაციას ნარჩენების მართვისა და პლასტმასით დაბინძურების შესახებ.
მონაწილეობის მსურველმა სკოლებმა უნდა შეადგინონ პლასტმასის ნარჩენების შემცირების გეგმა და შეავსონ სარეგისტრაციო ბმული 26 მარტის ჩათვლით. ამის შემდეგ, შეირჩევა 20 სკოლა, რომლებიც გაივლიან სპეციალურ სწავლებას პლასტმასის ნარჩენებით დაბინძურების შესახებ. ბოლო ეტაპი კი ინდივიდუალური სამოქმედო გეგმების შედგენა და განხორციელებაა.
ამ თემაზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში CENN-ის პროექტის მენეჯერი, ნანა თაკვარელია და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის მენეჯერი, ლელა აქიაშვილი საუბრობდნენ.