კატეგორიები

მოსკოვში ამბობენ, რომ დააკავეს 4 პირი „უკრაინის საზღვართან“

მოსკოვში ამბობენ, რომ დააკავეს 4 პირი „უკრაინის საზღვართან“
მოსკოვში „კროკუს სითი ჰოლში“ თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 115-მდე გაიზარდა.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, დაკავებული თავდასხმასთან კავშირში მყოფი 4 პირი „უკრაინის საზღვართან ახლოს“ ფედერალური უსაფრთხოების ბიუროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ტერორისტები გეგმავდნენ უკრაინაში გადასვლას.

ბრალდებებს უკვე გამოეხმაურნენ კიევში. უკრაინის სამხედრო დაზვერვის დირექტორატის პრესსპიკერმა „ბიბისის“ განუცხადა, რომ უკრაინისა და რუსეთის სასაზღვრო ზოლი „სავსეა სამხედროებითა და სპეცსამსახურებით“.

22 მარტს, ღამით, უკრაინის სამხედრო დაზვერვამ განაცხადა, რომ თავდასხმა მოსკოვში იყო თავად მოსკოვის მიერ დაგეგმილი ოპერაცია იმისთვის, რომ უკრაინა დაედანაშაულებინა და მოეხდინა საზოგადოების მობილიზაცია უკრაინის წინააღმდეგ.

გამოძიება მიმდინარეობს ტერორისტული თავდასხმის მუხლით. მომხდარზე პასუხისმგებლობა აიღო ტერორისტულმა ორგანიზაციამ „ისლამური სახელმწიფო“. თეთრს სახლში ამბობენ, რომ მოსკოვს აფრთხილებდნენ სავარაუდო თავდასხმის შესახებ.

Related news
აფეთქება მოსკოვში – დაიღუპა პოლიციელი და თავდამსხმელი ვლადიმერ პუტინი უკრაინაში რუსეთის ომში დაღუპულთა ქვრივებს შეხვდა
სხვა ამბები