კატეგორიები

ვიქტორ ორბანი ვლადიმერ პუტინს „გამარჯვებას“ ულოცავს

ვიქტორ ორბანი ვლადიმერ პუტინს „გამარჯვებას“ ულოცავს
უნგრეთის პრემიერმა, ვიქტორ ორბანმა ვლადიმერ პუტინს „გამარჯვება“ მიულოცა.

მან კიდევ ერთხელ უგულებელყო ევროკავშირის საერთო პოზიცია და პირადად მიულოცა ავტორიტარულ ლიდერს „ხელახალი არჩევა“.

ეს განცხადება დაემთხვა ევროკავშირის ლიდერების შეხვედრას ბრიუსელში, სადაც დღის წესრიგის მთავარი თემა უკრაინის დახმარება იყო.

იქამდე კი ევრობლოკმა დაგმო რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც „რეპრესიულ გარემოში ჩატარდა, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების დარღვევის საგანგაშო ფონზე“.

ბლოკმა ასევე დაგმო კრემლი უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არჩევნების ჩატარებისთვის და ეს ფაქტი შეაფასა როგორც საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა.

ვიქტორ ორბანი ევროკავშირის ერთადერთი ლიდერია, რომელმაც პუტინს „გამარჯვება“ მიულოცა.

დაკავშირებული ამბები
კიოლნი ფრანკო-გერმანულ მთავრობათაშორის შეხვედრას მასპინძლობს ზაპორიჟიესა და ოდესაზე მიტანილი რუსული იერიშები კვლავ მსხვერპლით დასრულდა
სხვა ამბები