კატეგორიები

ახლო აღმოსავლეთში ენტონი ბლინკენის ვიზიტი გრძელდება

ახლო აღმოსავლეთში ენტონი ბლინკენის ვიზიტი გრძელდება

ომის დაწყებიდან მეექვსედ ამერიკის უმაღლესი დიპლომატი ენტონი ბლინკენი ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ჩავიდა. ენტონი ბლინკენი საუდის არაბეთში კოლეგას შეხვდა, ხოლო ეგვიპტეში ქვეყნის პრეზიდენტს.

საუდის არაბეთში განხილვის მთავარი საკითხი ისრაელთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება იყო, ხოლო ეგვიპტეში ღაზის სექტორში მყოფი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის შესახებ ისაუბრეს.

ვაშინგტონი ცდილობს, რომ ისრაელსა და „ჰამასს” შორის ომი რეგიონულ ომში არ გადაიზარდოს, მიუხედავად ამისა, მწვავდება დაპირისპირება ისრაელსა და „ჰეზბოლას” შორის.

ისრაელის შეიარაღებული ძალები ღაზის სექტორის საზღვართან, 21 მარტი, 2024 წელი Copyright AP Photo/Ohad Zwigenberg
დაკავშირებული ამბები
აშშ-ში დაწყებით სკოლაზე შეიარაღებულ თავდასხმას სამი ბავშვი და ერთი მასწავლებელი ემსხვერპლა აშშ-მა რუსულ „ლუკოილს“ სანქციები 2027 წლის აპრილამდე შეუმსუბუქა
სხვა ამბები