ქალების კიბერუსაფრთხოებაში ჩართულობის, მათი ამ სფეროში ცნობიერების ამაღლების, განათლებისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, ონლაინ ნეო უნივერსიტეტი “სქილვილი” ორგანიზაციასთან „ქალები კიბერუსაფრთხოებაში“ თანამშრომლობს.
ინიციატივის მიზანია, კიბერუსაფრთხოებით რაც შეიძლება მეტი ქალი დაინტერესდეს, რათა მათ ამ სფეროში ახალი შესაძლებლობები იპოვონ.
ამ თემაზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში “სქილვილ საქართველოს” დირექტორმა, ლანა ჩხარტიშვილმა და “ქალები კიბერუსაფრთხოებაში” ინიციატივის წევრმა, თათია ჩიხლაძემ ისაუბრეს.