კატეგორიები

ისრაელი რაფაზე იერიშისთვის ემზადება

ისრაელი რაფაზე იერიშისთვის ემზადება

ისრაელის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ღაზის სექტორში მდებარე “ჰამასის” მიერ ბოლო კონტროლირებად დასახლებაზე, რაფაზე, იერიშს აპირებს. ამჟამად, ამ დასახლებაში ორ მილიონამდე ადამიანია თავმოყრილი. იქ მძიმე ჰუმანიტარული ვითარებაა. დასავლეთი უკვე გარკვეული ხანია ისრაელის ხელისუფლების წარმომადგენლების დარწმუნებას ცდილობს, რომ რაფაზე იერიში არ შედგეს, მაგრამ უშედეგოდ.

“მე პრეზიდენტ ბაიდენის ჩვენდამი მხარდაჭერას დიდ პატივს ვცემ. ჩვენ ბევრ რჩევას ვიღებთ ამერიკელი პარტნიორებისგან ჰუმანიტარული ვითარების გაუმჯობესების მიზნით. ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოა და რიგ შემთხვევებში ვთანხმდებით, ზოგჯერ კი ვერ. ჩვენ ვემზადებით რაფას იერიშისთვის”, – აცხადებს ბენიამინ ნეთანიაჰუ, ისრაელის პრემიერ-მინისტრი. 

ისრაელსა და “ჰამასს” შორის ომს უკვე 60 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ამ ომის დასასრული ჯერ კიდევ არ ჩანს.

დაკავშირებული ამბები
ბენიამინ ნეთანიაჰუ იმეორებს, რომ ვიდრე იგი ისრაელის პრემიერ-მინისტრია, ირანი ბირთვულ იარაღს ვერ შექმნის აშშ-ირანის ურთიერთგაგების მემორანდუმს ნეთანიაჰუს სრული მხარდაჭერა არ აქვს
სხვა ამბები