კატეგორიები

ისრაელი რაფაზე იერიშის მიტანას აპირებს

ისრაელი რაფაზე იერიშის მიტანას აპირებს

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, მან ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს უთხრა, რომ დასახლება რაფაზე იერიშის მიტანის გარეშე ისრაელის თავდაცვის ძალებს “ჰამასის” დამარცხება გაუჭირდებათ.

“ჩვენ ამერიკულ მხარესთან ვკამათობთ რაფაში სამხედრო ოპერაციის ჩატარებასთან დაკავშირებით და არა “ჰამასის” მოსპობის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით, ამის თაობაზე თანხმობაა, რაფაზე იერიშის გარეშე კი “ჰამასს” ვერ გავანადგურებთ. გამომდინარე აქედან, რაფაზე იერიში აუცილებელია”, – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.

დასავლეთი უკვე გარკვეული ხანია ისრაელს გადამეტებული სამხედრო ძალის გამოყენების მიზეზით აკრიტიკებს. ვაშინგტონში ისრაელს ქალაქ რაფაზე იერიშისგან თავის შეკავებაც ურჩიეს.

ისრაელის შეიარაღებული ძალები ღაზის სექტორის საზღვართან, სამხრეთ ისრაელი, 17 მარტი, 2024 წელი Copyright AP Photo/Ariel Shalit
დაკავშირებული ამბები
აშშ-ში გასამართ მოლაპარაკებებამდე ისრაელმა სამხრეთ ლიბანზე მორიგი იერიში მიიტანა ისრაელმა ლიბანის აღმოსავლეთით მდებარე დასახლებებზე საჰაერო იერიში მიიტანა
სხვა ამბები