კატეგორიები

ვეტერინარმა მელას ნიღაბი გაიკეთა, რათა ლეკვი გადაერჩინა

ვეტერინარმა მელას ნიღაბი გაიკეთა, რათა ლეკვი გადაერჩინა
ამერიკის შეერთებულ შტატებში, რიჩმონდის ველური ბუნების ცენტრის თანამშრომლები ძალ-ღონეს არ იშურებენ ახალდაბადებული მელას გადასარჩენად.

ამისათვის კი ვეტერინარები მელიებივით იქცევიან. ცენტრის ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, რომ აღმასრულებელ დირექტორს, მელისა სტენლის მელიის ნიღაბი უკეთია და ლეკვის გამოკვებას ამ გზით ცდილობს.

ამავდროულად, ლეკვი სათამაშო მელიის ბეწვზე წევს, ეს კი მისთვის დედის ასოციაციას იწვევს.

თავდაპირველად, მელას ლეკვი ქუჩაში მამაკაცმა იპოვა, რომელსაც ის კატის კნუტი ეგონა. შემდეგ კი ცხოველთა სამაშველო ორგანიზაციას გადასცა. ცხოველს მოგვიანებით ველურ ბუნებაში დააბრუნებენ.

დაკავშირებული ამბები
კრემლი საზღვარგარეთ რუსი ოპოზიციონერების მკვლელობას გეგმავდა - აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი ტრამპის თქმით, რუსეთი და უკრაინა ერთმანეთის ენერგოინფრასტრუქტურას „აღარ შეუტევენ“
სხვა ამბები