კატეგორიები

ისრაელის პრემიერ-მინისტრი უკან არ იხევს

ისრაელის პრემიერ-მინისტრი უკან არ იხევს

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ „ჰამასის“ წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციებს არ შეწყვეტს. სახელმწიფოს ლიდერის თქმით, ისრაელის თავდაცვის ძალები იმოქმედებენ ქალაქ რაფაჰშიც, ეგვიპტის საზღვართან ახლოს მდებარე დასახლებაში, რომელიც მშვიდობიანი მოსახლეობის ბოლო თავშესაფრად არის ქცეული, ომით დანგრეულ რეგიონში.

„მსურს გარკვევით და მკაფიოდ გითხრათ, რომ ჩვენი შეიარაღებული ძალები „ჰამასის“ ბატალიონებს მოსპობენ ყველგან, მათ შორის ქალაქ რაფაჰშიც. ეს „ჰამასის“ ბოლო ციტადელია. ვინც ჩვენ თავშეკავებისკენ მოგვიწოდებს, მას ჩვენი მარცხი სწყურია. დიახ, საერთაშორისო საზოგადოება ჩვენზე ზეწოლას ახდენს და ამ მზარდი ზეწოლის პირობებში, ჩვენი ერთიანობა უნდა განმტკიცდეს. ვერავინ დაგვაბრალებს „ჰამასის“ ჩადენილ სიმხეცეს ჩვენ. ვინმეს თუ ეჭვი ეპარება, კარგად დააკვირდეს, თუ რა ბედი ეწია მტრის სანგრებს, მათ საკუთარ თავს არნახული ქარტეხილი დაატეხეს”, – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.

რაფაჰში მილიონ ნახევარზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქეა თავმოყრილი. ჩრდილოეთ ღაზაში 300 ათასამდე ადამიანია დარჩენილი და მასობრივი შიმშილის ფონზე მათ ხშირად ცხოველთა საკვების ჭამა უწევთ.

Related news
დასავლეთ სანაპიროზე ისრაელელებმა პალესტინელების ათეულობით სახლი და სხვა ნაგებობა დაანგრიეს ისრაელის პრეზიდენტი იცხაკ ჰერცოგი ავსტრალიის პრემიერს ენტონი ალბანესს შეხვდა
სხვა ამბები