სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ყოფილი მეთაურის ადმირალ ვიქტორ სოკოლოვისა და რუსეთის შორ მანძილზე მოქმედი ავიაციის ხელმძღვანელის სერგეი კობილაშის დაპატიმრების ბრძანება გასცა.
მათ ბრალად ედებათ უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურაზე თავდასხმა. მოსამართლეები ამბობენ, რომ მათ აქვთ იმის მტკიცებულება, რომ ისინი მიზანმიმართულად ესხმოდნენ თავს სამოქალაქო ობიექტებს.
თავის ყოველდღიური მიმართვის დროს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაკავების ორდერის გაცემისთვის მადლობა გადაუხდა.
I welcome the International Criminal Court's decision to issue arrest warrants for Russia's Long-Range Aviation and Black Sea Fleet commanders, who are accused of war crimes and crimes against humanity committed during Russia's bombing campaign against Ukrainian civilians and…
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) March 5, 2024
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანეულ მაკრონმა თავის ჩეხ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთმა არ უნდა მოიგოს ომი უკრაინაში. უკრაინელი ხალხისა და არმიის მხარდაჭერა კი იქამდე უნდა გაგრძელდეს, სადამდეც საჭირო იქნება.
გუშინ კი ოდესაში საცხოვრებელ კორპუსზე დრონით თავდასხმის შედეგად გარდაცვლილი ერთი ოჯახის 5 წევრი დაკრძალეს. გასულ უქმეებზე რუსეთის მიერ მიტანილი იერიშის დროს 12 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ხუთი ბავშვია. დაღუპულთა შორის იყვნენ ტეტიანა და ოლეჰ კრავეცი და მათი შვილები: 7 თვის ჩვილი, ათი წლის სერგეი და 8 წლის ზლატა.