ოდესმე გიფიქრიათ მთვარეზე მოგზაურობაზე? ეს ახლა შესაძლებელია და ამისათვის სულაც არ არის აუცილებელი, იყო ნასას ასტრონავტი.
საფრანგეთის ქალაქ ტულუზაში კოსმოსური ცენტრი დამთვალიერებლებს კოსმოსური ხომალდით სიმულაციურ მოგზაურობასა და მთვარეზე დაჯდომას სთავაზობს.
სტუმრები ამბობენ, რომ მათ საოცარი გამოცდილება მიიღეს. მათ ნამდვილი შეგრძნებები ჰქონდათ. სავარძელზე მიჯაჭვულები სრულად იყვნენ ჩართული პროცესში. როგორც კი თავი გაამოძრავეს, მაშინვე დაკარგეს აღქმა, თუ საით იყო ჩრდილოეთი ან სამხრეთი.
ვეტერანი ასტრონავტები და ნასას თანამშრომლები ადგილზე არიან და მზად არიან, დაეხმარონ ტურისტულ კოსმოსურ ეკიპაჟს. მათი თქმით, ეს რეალურ გამოცდილებას ჰგავს.
ნასას ვეტერანი ასტრონავტი ჟან-ფრანსუა კლერვოი ამბობს, რომ ის აჩქარებები და შენელებები, რომლებსაც ადამიანი აქ შეიგრძნობს, თითქმის რეალურია. ეს ისეთივე განცდაა, როგორიც ნამდვილ რაკეტაში.
ატრაქციონი მთვარეზე ახალი უპილოტო კოსმოსური მისიების გაგზავნის ფონზე გაიხსნა. ნასა 2026 წლისთვის მიზნად ისახავს ადამიანების მთვარის ზედაპირზე დაბრუნებას.