„ქართული ზღაპრები ემიგრანტი ბავშვებისთვის“- პროექტი, რომელმაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგრანტო პროგრამის – „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობა“ ფარგლებში გაიმარჯვა, აპრილიდან განხორციელდება.
პროექტი შვეიცარიის ქალაქი ბაზელში არსებული ქართული საკვირაო სკოლა „ნაკადულისა“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „მომავლის სოფლის“ ერთობლივი მუშაობით მომზადდა.
ამ თემაზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში ხელოვნებათმცოდნემ, სალომე ჭანტურიძემ ისაუბრა.
