კატეგორიები

ალექსეი ნავალნის პირველ მარტამდე დაკრძალავენ

ალექსეი ნავალნის პირველ მარტამდე დაკრძალავენ

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის, გერმანიის პატიმრობაში მყოფ ვადიმ კრასიკოვში შესაძლო გაცვლასთან დაკავშირებით საუბარი გრძელდება. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერ მეთიუ მილერს მედიის წარმომადგენლებმა ჰკითხეს. მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ ალექსეი ნავალნის გათავისუფლებისკენ ამერიკა რუსეთის ხელისუფლებას მუდმივად მოუწოდებდა და ცხადად გამოხატავდა თავის პოზიციას. ალექსეი ნავალნის სიკვდილში კი ვლადიმერ პუტინი დაადანაშაულა. რაც შეეხება რუსეთთან მოლაპარაკებებს პატიმრების გაცვლასთან დაკავშირებით, ამ თემაზე მან კომენტარი არ გააკეთა.

გუშინ, 26 თებერვალს, რუსეთის კორუფციასთან ბრძოლის ფონდის თავმჯდომარემ მარია პევჩიხმა განაცხადა, რომ ნავალნის სხვა პატიმარში გაცვლა იგეგმებოდა, თუმცა რუსეთის პრეზიდენტს მისი გათავისუფლება არ სურდა და ის მოლაპარაკებების ბოლო სტადიაზე მოკლა. ალექსეი ნავალნისთან საჯარო დამშვიდობება 1-ელ მარტამდე იგეგმება. მისი ცხედარი დედას, ლიუდმილა ნავალნაიას, პოლიტიკოსის გარდაცვალებიდან მეცხრე დღეს, 24 თებერვალს, გადასცეს.

პრობლემები აქ არ დასრულებულა. ნავალნის მეგობრებო ამბობენ, რომ დამკრძალავ ბიუროებს მათთან ურთიერთობა აუკრძალეს, ვერ პოულობენ შენობასაც, სადაც რუს ოპოზიციონერს დაასვენებენ.

მანამდე რუსეთის ხელისუფლება უარს ამბობდა ცხედრის გადაცემაზე და აცხადებდა, რომ მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები. ალექსეი ნავალნის თანამოაზრეებმა განაცხადეს, რომ საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენლებმა ლიუდმილა ნავალნაიას შვილის ცხედრის გადაცემის სანაცვლოდ მოითხოვეს, დათანხმებოდა შვილის ფარულ დაკრძალვას, რაზეც ლიუდმილა ნავალნაიამ უარი განაცხადა. ალექსეი ნავალნის პრესსპიკერმა კირა იარმიშმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ამ დროისთვის ისინი ეძებენ დარბაზს ნავალნისთან საჯარო დამშვიდობებისთვის.

Related news
აფეთქება მოსკოვში – დაიღუპა პოლიციელი და თავდამსხმელი ვლადიმერ პუტინი უკრაინაში რუსეთის ომში დაღუპულთა ქვრივებს შეხვდა
სხვა ამბები