კატეგორიები

ისრაელის დელეგაცია პარიზში გაემგზავრა ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე მოლაპარაკებებში მონაწილეობის მისაღებად

ისრაელის დელეგაცია პარიზში გაემგზავრა ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე მოლაპარაკებებში მონაწილეობის მისაღებად
როგორც გაეროში აცხადებენ, ისრაელის მიერ „ჰამასის“ პოლიციაზე თავდასხმების გამო ღაზაში ვერ ხერხდება ჰუმინატარული დახმარების მიწოდება.

უახლესი ანგარიშის მიხედვით, „ჰამასის“ პოლიციამ, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული მანქანების უსაფრთხოება, მუდმივი თავდასხმების გამო რაფაჰის გადასასვლელიდან უკან დაიხია. სატვირთოს მძღოლებს ძარცვავენ და ესვრიან, სწორედ ამიტომ რეგიონი დახმარების გარეშე რჩება.

ამასთანავე, ომის დაწყების შემდეგ ორივე მხრიდან ვრცელდება ცნობები სექსუალური ხასიათის დანაშაულის შესახებ.

ისრაელში სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი ორიტ სულიტზინუ ამბობს, რომ აქ მხოლოდ რაოდენობას კი არ აქვს მნიშვნელობა, არამედ იმას, თუ რა პრაქტიკას იყენებს „ჰამასი“. ჩატარებული კვლევებით ირკვევა, რომ იგი სისტემატურად წარმოუდგენელ სისასტიკეს სჩადის არა მხოლოდ ერთ ადგილას, არამედ ყველგან.

ამავდროულად,  გაჩნდა მცირე იმედი იმისა, რომ  შესაძლოა, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შედგეს.

ისრაელის ომის კაბინეტი გუშინ დათანხმდა, მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზე პარიზში გაეგზავნა თავისი დელეგაცია. მანამდე ისრაელის ომის კაბინეტის მინისტრმა ბენი განცმა განაცხადა, რომ არსებობს გარკვეული პროგრესი შეთანხმების მიღწევასთან დაკავშირებით.

Related news
ღაზაში ჰუმანიტარული კრიზისის გამო უამრავი ადამიანი შიმშილობს ღაზაში მცხოვრებ პალესტინელებს აღარ აქვთ იმედი, რომ სექტორის რეკონსტრუქციის პროცესი მალე დაიწყება
სხვა ამბები