თეთრ და შავ ქსოვილში გახვეული ცხედრები ალ-აქსას საავადმყოფოშია დასვენებული. ასე გლოვობენ ადამიანები ოჯახის წევრებს, მეგობრებსა თუ ახლობლებს. ისინი ღამით, ღაზის სექტორში მდებარე ცენტრალურ ქალაქზე, დეირ ალ-ბალაჰსა და ნუსეირათის ბანაკზე, ისრაელის მორიგ სამხედრო იერიშს ემსხვერპლნენ. ღაზის ჯანდაცვის უწყების ცნობით, ბოლო თავდასხმისას გარდაცვლილია სულ მცირე 58 ადამიანი, მათ შორის ბავშვები.

დეირ ალ-ბალაჰში ახლა ყველაფერი განადგურებულია… ყველგან გლოვის ხმა ისმის… ბევრს აღარავინ ჰყავს ცოცხალი, უმრავლესობა კი უსახლკაროდ დარჩა, ირგვლივ მხოლოდ ნანგრევებია. ადგილზე ამ დრომდე სამაშველო სამსახურები მუშაობენ. გადარჩენილები ნათესავებს ნანგრევებში ეძებენ და იმედი აქვთ, რომ ნანგრევების ქვეშ შეიძლება, ვინმე მაინც იყოს ცოცხალი.
ამ ყველაფერს ემატება გაუსაძლისი მდგომარეობა ღაზის სექტორში. იქ ჰუმანიტარული კრიზისია, არ აქვთ წყალი, საკვები და ვეღარ იღებენ სამედიცინო დახმარებას.
What type of world do we live in?
Humanity must prevail. #Gaza pic.twitter.com/9h8HCZHpGt
— Tedros Adhanom Ghebreyesus (@DrTedros) February 22, 2024
„ჰამასის“ ისრაელზე თავდასხმას 1200 ადამიანი ემსხვერპლა, 250-ამდე ისრაელელი კი მათ მძევლად აიყვანეს. ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 7 ოქტომბრის შემდეგ ღაზაში დაწყებული ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამხედრო ოპერაციის შედეგად, დაღუპულ პალესტინელთა რაოდენობამ 29 000-ს მიაღწია. თუმცა ეს მონაცემები ყოველდღიურად იცვლება.
მსოფლიო ლიდერები მოუწოდებენ მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ. ცეცხლის შეწყვეტა მნიშვნელოვანია ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებისთვისაც. თუმცა ისრაელი აცხადებს, რომ ომს “ჰამასის” სრულ განადგურებამდე გააგრძელებს.

