კატეგორიები

ვოლოდიმირ ზელენსკი კუპიანსკის რეგიონში ფრონტის ხაზზე ჩავიდა

ვოლოდიმირ ზელენსკი კუპიანსკის რეგიონში ფრონტის ხაზზე ჩავიდა
საბრძოლო შემართების შესაქმნელად უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გუშინ კუპიანსკის რეგიონში, ფრონტის ხაზზე, ჩავიდა. 

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, იმ დროს, როდესაც მათ მწირი იარაღი აქვთ და  შეერთებული  შტატებიც აყოვნებს  უკრაინისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დახმარების გაცემას, რუსეთი რეზერვებს ფრონტის ხაზის გასწვრივ, მნიშვნელოვან წერტილებში, აგროვებს.

უკრაინელი სამხედროები იძულებული გახდნენ, დაეტოვებინათ ავდიიკვის დასახლება, რომლისთვისაც ოთხი თვის განმავლობაში მძიმე ბრძოლები მიმდინარეობდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დასახლების აღების ამსახველ  კადრებს ავრცელებს. ომის თითქმის ორი წლის თავზე ეს მცირე გამარჯვებაა რუსეთისთვის.

რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიაშიც აჩვენეს, როგორ მუშაობენ გამნაღმველები ახლად დაკავებულ დასახლებაში.

სამწუხაროდ, ავდიივკისგან ახლა მხოლოდ ნანგრევებიღაა დარჩენილი. თუმცა, სავარაუდოდ, რუსები აქ გაჩერებას არ აპირებენ. ისინი ეცდებიან კიდევ უფრო წაიწიონ წინ, სანამ უკრაინა  საჭირო რაოდენობის საბრძოლო მასალას მიიღებს.

დაკავშირებული ამბები
საფრანგეთი და ბრიტანეთი უკრაინას საჰაერო თავდაცვის პროექტის, Freya-ს გაწერილ გრაფიკს მიაწვდიან ლონდონი კიევს Storm Shadow რაკეტების წარმოებისთვის საიდუმლო ინფორმაციას გადასცემს
სხვა ამბები