ზოგიერთი რუსი პატივს მიაგებს არქტიკის ციხეში მოულოდნელად გარდაცვლილი ოპოზიციის ლიდერის ალექსეი ნავალნის ხსოვნას. ისინი არ ერიდებიან რუსეთის პოლიციას, რომელიც, როგორც წესი, იქ ერევა, სადაც განსხვავებული აზრია.
პარასკევიდან მოყოლებული უკვე 400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, მათგან 150-ს პატიმრობაც კი მიუსაჯეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ნავალნის ცხედარი იმ ციხის კომპლექსის მორგშია, სადაც იგი უეცრად გარდაიცვალა. მისი ოჯახის წევრები და ახლობლები ხელისუფლებისგან ცხედრის გადაცემას მოითხოვენ, თუმცა უშედეგოდ.
Alexey's lawyer and his mother have arrived at the Salekhard morgue. It's closed, however, the colony has assured them it's working and Navalny's body is there. The lawyer called the phone number which was on the door. He was told he was the seventh caller today. Alexey's body is… pic.twitter.com/CsPbONUBrn
— Кира Ярмыш (@Kira_Yarmysh) February 17, 2024
ნავალნის ნათესავები დარწმუნებული არიან, რომ მის გარდაცვალებაზე პასუხისმგებელი პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინია.
ოფიციალური პირები კი აცხადებენ, რომ ცხედრის მეორეჯერ გაკვეთაა საჭირო, რადგან პირველადი ექსპერტიზის შედეგები არ იყო დამაკმაყოფილებელი.
მთელ მსოფლიოში გამოხატავენ მწუხარებას კრემლის ერთ-ერთი მთავარი მოწინააღმდეგისა და კრიტიკოსის გარდაცვალების გამო. დიდ ბრიტანეთში რუსეთის საელჩოსთან მოქალაქეებმა მის პატივსაცემად ყვავილები მიიტანეს. ერთ-ერთ წერილში ეწერა კიდეც, რომ კაცის მოკვლა შესაძლებელია, თუმცა არა სიმართლისა.
ბერლინშიც რამდენიმე ასეულმა ადამიანმა გააპროტესტა ვლადიმერ პუტინის პოლიტიკა. აქციამდე ცოტა ხნით ადრე საპროტესტო ჯგუფის Pussy Riot-ის ჯგუფის წევრები საელჩოს წინ ვარდისფერი ნიღბებით შეიკრიბნენ. აქციაზე ისმოდა შეძახილი: „პუტინი მკვლელია!“