რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის, პრესმდივანი ალექსეი ნავალნის სიკვდილს ეხმაურება. დმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ სახელმწიფოს პენიტენციური სამსახური შესაბამის სამუშაოებს ჩაატარებს და ოპოზიციონერი პოლიტიკოსის სიკვდილის მიზეზს ზუსტად დაადგენენ.
„მე როგორც ვიცი, არსებობს შესაბამისი წესდება და პროტოკოლი ასეთ შემთხვევებისთვის. ფედერალური პენიტენციური სამსახური შესაბამის გამოკვლევებს ატარებს და ვითარებას ნათელი მოეფინება. არავითარი განსაკუთრებული ინსტრუქციების გაცემა არ არის საჭირო. პენიტენციური სამსახური საგანგებო პროტოკოლის თანახმად მუშაობს”, – განაცხადა დმიტრი პესკოვმა.
ალექსეი ნავალნი ექსტრემიზმის ბრალდებით 19-წლიან სასჯელს იხდიდა რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში მდებარე საპატიმროში. სახელმწიფოს პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელთა განცხადებით, ალექსეი ნავალნი მოულოდნელად გახდა შეუძლოდ და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა მისი გადარჩენა ვერ შეძლო.