კატეგორიები

სარჩელი “ჰამასის” წინააღმდეგ

სარჩელი “ჰამასის” წინააღმდეგ
7 ოქტომბერს “ჰამასის” მიერ  სამხრეთ ისრაელში მომხდარი თავდასხმის შედეგად გატაცებულთა ნათესავები და ყოფილი მძევლები ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში მივიდნენ და პროკურორებისგან „ჰამასის“ ლიდერების დაპატიმრება მოითხოვეს.
AP

სარჩელი მძევლებისა და დაკარგულთა ოჯახების წევრებისგან შემდგარმა ფორუმმა შეიტანა. ისინი სასამართლოს მოუწოდებენ, „ჰამასის“ ლიდერებს გენოციდში, ომის და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში დასდონ ბრალი.

„ჰამასის” მიერ გატაცებული ბავშვი – AP

სამხრეთ აფრიკა ისრაელს ღაზაში მიმდინარე ომში გენოციდის კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევაში ადანაშაულებს, რასაც მუდმივად უარყოს ისრაელის მხარე. ეს საქმე ახლა განიხილება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში, რომელიც ჰააგის სასამართლოსგან განსხვავებულია ინსტანციაა.

დაკავშირებული ამბები
ირანმა და ლიბანმა ისრაელის ცენტრალურ, სამხრეთ და ჩრდილოეთ ნაწილებზე იერიში მიიტანა იერუსალიმში, წმინდა საფლავის ეკლესიაში მსახურება მორწმუნეების გარეშე ჩატარდა
სხვა ამბები