კატეგორიები

რუსული ხომალდი შავი ზღვის ფსკერზე

რუსული ხომალდი შავი ზღვის ფსკერზე

უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელთა განცხადებით, მათ რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის სამხედრო ფლოტის სადესანტო ხომალდი, ცეზარ კუნიკოვი, ჩაძირეს სამხედრო დრონების გამოყენებით.

რუსული ფლოტის ხომალდი ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულის სამხრეთით მდებარე საპორტო ქალაქ ალუპკაში ჩაძირეს. საზღვაო ხომალდზე უკრაინული მხარის ცნობით, 87 რუსი მეზღვაური იმყოფებოდა. საერთო ჯამში რუსული ფლოტის 7 ხომალდია უკრაინული მხარის მიერ განადგურებული, მათ შორის სარაკეტო კრუიზერი სახელწოდებით “მასკვა”, რომელიც შავ ზღვაში რუსული სამხედრო ფლოტის სიამაყედ განიხილებოდა.

ამ ვითარების გათვალისწინებით კრემლში ანექსირებული ყირიმის სანაცვლოდ ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირის პორტში, აპირებენ სამხედრო ფლოტის ნაწილის განთავსებას.

დაკავშირებული ამბები
ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა კიევზე კასეტური ქობინით აღჭურვილი სამი ბალისტიკური რაკეტით მიიტანა იერიში კიევი მზად არის, სამხედრო მოქმედებები არსებული ფრონტის ხაზზე გაყინოს
სხვა ამბები