კატეგორიები

ჩრდილოეთ ისრაელზე “ჰეზბოლას” იერიში გრძელდება

ჩრდილოეთ ისრაელზე “ჰეზბოლას” იერიში გრძელდება

ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენელთა განცხადებით, სახელმწიფოს ჩრდილოეთში, ლიბანთან სახელმწიფო საზღვრის სიახლოვეს, “ჰეზბოლას” სარაკეტო იერიშის შედეგად 8 ადამიანია დაჭრილი.

”10 ოქტომბრის შემდეგ ყოველდღე ვემზადებით ჩრდილოეთში სრულმასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების დაწყებისთვის. დღემდე სხვადასხვა შეტაკების შედეგად დაჭრილ 170 ადამიანს ვუმკურნალეთ. მათ ჭრილობები როგორც ცეცხლსასროლი, ასევე სატანკო შეიარაღებით აქვთ მიყენებული. ჩვენი გუნდი მზად არის, რომ ნებისმიერ მოქალაქეს გაუწიოს შესაბამისი სამედიცინო დახმარება”, – განაცხადა სალმან ზარკამ, „ზივის სამედიცინო დაწესებულების“ დირექტორმა.

ისრაელის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის მეთაურის განცხადებით, მისი სახელმწიფო ჩრდილოეთით სრულმასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების წარმოებისთვის მზად არის და ჩრდილოეთში ომის დაწყების საშიშროება იმაზე მაღალია, ვიდრე ოდესმე იყო.

დაკავშირებული ამბები
აშშ-ში გასამართ მოლაპარაკებებამდე ისრაელმა სამხრეთ ლიბანზე მორიგი იერიში მიიტანა ისრაელმა ლიბანის აღმოსავლეთით მდებარე დასახლებებზე საჰაერო იერიში მიიტანა
სხვა ამბები