კატეგორიები

რუსულმა ძალებმა კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე მასშტაბური სარაკეტო იერიში მიიტანეს

რუსულმა ძალებმა კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე მასშტაბური სარაკეტო იერიში მიიტანეს
გუშინ, 7 თებერვალს, რუსმა სამხედროებმა კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე დრონებითა და რაკეტებით მასშტაბური იერიში მიიტანეს. ბოლო ინფორმაციით, დაიღუპა ხუთი მშვიდობანი მოქალაქე, 50-ზე მეტი კი დაიჭრა.
რუსული ძალების თავდასხმა კიევზე, 7 თებერვალი, 2024 წელი – AP

დაშავებულებს შორისაა ფეხმძიმე ქალი. თავდასხმების სამიზნე სამი ძირითადი ქალაქი იყო, მათ შორის დედაქალაქი კიევი, სადაც ევროკავშირის მთავარი დიპლომატი ჯოზეფ ბორელი შეხვედრებს მართავდა უკრაინისთვის სამხედრო და ფინანსური დახმარების თაობაზე.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი – AP

კიევის რამდენიმე რაიონში საცხოვრებელ კორპუსებს ცეცხლი გაუჩნდა.

დედაქალაქის აღმოსავლეთ სანაპიროზე კი ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანების გამო მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. მიკოლაივში თავდასხმების შედეგად დაიღუპა 1 ადამიანი, დაზიანდა 20-ზე მეტი საცხოვრებელი, საჯარო შენობა და დაწესებულება.

დაკავშირებული ამბები
კიევში მიესალმებიან კონგრესის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული „ჯოჯოხეთური სანქციების“ მიღებას საჰაერო თავდაცვის გაძლიერებისთვის კანადა უკრაინას 350 მილიონ კანადურ დოლარს გამოუყოფს
სხვა ამბები