კატეგორიები

უკრაინაში გრძელდება ჯოზეფ ბორელის ვიზიტი

უკრაინაში გრძელდება ჯოზეფ ბორელის ვიზიტი
ევროკავშირის მთავარი დიპლომატი, ჯოზეფ ბორელი, ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში კიევში  იმყოფება. გუშინ იგი დეოკუპირებულ ტერიტორიებზე პოლიციელთა წვრთნებს დაესწრო.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი შეხვდება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, პრემიერ-მინისტრ დენის შმიჰალს, საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასა და თავდაცვის მინისტრ რუსტემ უმეროვს. იგი ასევე სიტყვით მიმართავს უკრაინის რადას.

სოფელ ზოლოჩივში კი ჩამოვარდა ორი რუსული რაკეტა, რომლებიც სოფლის ცენტრში მდებარე სამსართულიან სასტუმროსა და მაღაზიას მოხვდა. სასტუმროს ნანგრევებში 2 თვის ჩვილი გარდაცვლილი იპოვეს, ბავშვის დედა კრიტიკულ მდგომარეობაშია. დაიჭრა ორი ადამიანი. სოფელი ზოლოჩივი ხარკივიდან 40 კილომეტრში მდებარეობს.

რაფაელ გროსი კი უკრაინაში ზაპორიჟიის ატომურ ელექტროსადგურზე ვითარების შესამოწმებლად ჩავიდა.

უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორმა კიევში ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

რაფაელ გროსიმ განაცხადა, რომ, რუსულ მხარესთან განსხვავებული პოზიციების მიუხედავად,  გარკვეული ტექნიკური საკითხები ერთობლივადაა გადასაწყვეტი.

Related news
უკრაინა დასთანხმდა დაზიანებული მილსადენ „დრუჟბის“ შემოწმებას კიევი მოლაპარაკებებისთვის მზადაა, თუმცა შემდგომ ნაბიჯებს ვაშინგტონისა და მოსკოვისგან ელოდება
სხვა ამბები