კატეგორიები

აშშ-ს კანონპროექტი, რომელიც უკრაინის დახმარებას ითვალისწინებს, კონგრესში შეჩერებულია

აშშ-ს კანონპროექტი, რომელიც უკრაინის დახმარებას ითვალისწინებს, კონგრესში შეჩერებულია
ჯოზეფ ბორელი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში, უკრაინაში ვიზიტით იმყოფება, რაც ევროკავშირის უკრაინისადმი მხარდაჭერას ადასტურებს.

ბორელის ვიზიტის ფონზე კი, ამერიკის შეერთებულ შტატებში პოლიტიკოსებს ჯერ კიდევ არ განუცხადებიათ თანხმობა  უკრაინისთვის მნიშვნელოვანი დახმარების პაკეტის დამტკიცების თაობაზე.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ამჟამად კანონპროექტი, რომელიც უკრაინის დახმარებასაც ითვალისწინებს, კონგრესში შეჩერებულია.

პრეზიდენტი შექმნილ ვითარებაში ყოფილ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ადანაშაულებს. ბაიდენმა კონგრესს მოუწოდა ტრამპის მიმართ უფრო მეტი სიმტკიცე გამოიჩინონ.

„ყველაფერი ისე მიდის, რომ დიდი ალბათობით ეს კანონპროექტი სენატში არც კი გადავა. რატომ? მარტივი მიზეზია და ის დონალდ ტრამპია. დონალდ ტრამპს მიაჩნია, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით ეს ნაბიჯი მისთვის საზიანოა. ბევრი დრო კი არ არის. თუ  კვირები, თვეები უკრაინა დახმარებას არ მიიღებს, მას აღარ ექნება საკმარისი რაოდენობის საარტილერიო ჭურვები, საჰაერო თავდაცვის სისტემები, იარაღი. ეს კი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უკრაინისთვის, რომ თავი დაიცვას რუსული თავდასხმებისგან. მოვლენების ასეთი განვითარება კი პუტინს სურს“, – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრძანება გასცა უკრაინის შეიარაღებული ძალების ცალკეული ფილიალის შექმნის შესახებ, რომელიც უპილოტო თვითმფრინავებზე იმუშავებს.

უკრაინული სპეცრაზმის ინფორმაციით, შავ ზღვაში მათ ააფეთქეს საბურღი პლატფორმა, რომელსაც რუსეთი დრონების გასაშვებად იყენებდა. მიმდინარე ომში ორივე მხარე ხშირად იყენებს უპილოტო თვითმფრინავს.

Related news
უკრაინა დასთანხმდა დაზიანებული მილსადენ „დრუჟბის“ შემოწმებას კიევი მოლაპარაკებებისთვის მზადაა, თუმცა შემდგომ ნაბიჯებს ვაშინგტონისა და მოსკოვისგან ელოდება
სხვა ამბები