კატეგორიები

ევროპის ქვეყნებში ფერმერები უკვე თითქმის ორი კვირაა აქციებს მართავენ

ევროპის ქვეყნებში ფერმერები უკვე თითქმის ორი კვირაა აქციებს მართავენ
ფრანგმა ფერმერებმა საფრანგეთსა და  ბრიუსელში დემონსტრაცია გამართეს დაბალი ხელფასებისა და ზედმეტი ბიუროკრატიის წინააღმდეგ.

საფრანგეთის ბევრ რეგიონში საპროტესტო მოძრაობის გამო გადაიკეტა გზები. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ევროკავშირის წინააღმდეგ ფერმერებმა პროტესტი გამართეს გერმანიაში, ნიდერლანდებსა და  რუმინეთში.

პოლონეთშიც მთავრობას სურს უკრაინულ მხარესთან ხელი მოაწეროს შეთანხმებას სოფლის მეურნეობის პროდუქტების ტრანზიტთან დაკავშირებით. როგორც პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი აცხადებს, შეთანხმების გაფორმებით დაიცავენ პოლონელების ინტერესებს და არ დაუშვებენ უკრაინიდან პროდუქტების უკონტროლო შემოდინებას. ფერმერებმა პოლონეთის მასშტაბით 150-ზე მეტ ადგილას გამართეს პროტესტი.

ფერმერების პროტესტი საფრანგეთში – AP

რუმინელი ფერმერები და გადამზიდავებიც არ თმობენ თავიანთ მოთხოვნებს და უკმაყოფილებას გამოთქვამენ მთავრობის მიერ გამოცხადებული რეგულაციების გამო. ფერმერები უკვე 2 კვირაა უწყვეტ რეჟიმში მართავენ პროტესტს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათ იმ ასოციაციებთან, რომლებიც მთავრობასთან მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ და გარკვეულ ზომებზეც შეთანხმდნენ, არანაირი კავშირი არ აქვთ.

Related news
ევროპელი ლიდერების პოზიციაა - ახლო აღმოსავლეთში შეწყდეს იერიშები სტრატეგიულ და სამოქალაქო ობიექტებზე სლოვენიაში არჩევნები უცხოელ ჯაშუშებთან დაკავშირებული სკანდალის ფონზე ჩატარდება
სხვა ამბები