კატეგორიები

დონალდ ტრამპმა ნიუ-ჰემპშირის შტატში ჩატარებულ პრაიმერში გაიმარჯვა

დონალდ ტრამპმა ნიუ-ჰემპშირის შტატში ჩატარებულ პრაიმერში გაიმარჯვა
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კიდევ ერთ წარმატებას მიაღწია პრეზიდენტობის კანდიდატობისთვის ბრძოლაში.
23 იანვარს ნიუ-ჰემფშირის შტატში ჩატარებულ პირველად პრაიმერში დონალდ ტრამპმა თავის კონკურენტ ნიკი ჰეილიზე მეტი ხმის მოპოვება შეძლო.
პირველადი პრაიმერი ერთ-ერთი ეტაპია, რომ  რესპუბლიკურმა პარტიამ 2024 წლის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კანდიდატი წარადგინოს. რესპუბლიკური პარტიის შემდეგი პირველადი არჩევნები სამხრეთ კაროლინაში თებერვალშია დაგეგმილი.
ნიკი ჰეილიმ, რომელიც დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში გაეროში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენელი იყო, ნიუ-ჰემფშირის შტატში დამარცხება აღიარა. თუმცა დასძინა,  რომ ბრძოლას განაგრძობს. მისი თქმით,  წინ არის პრაიმერი სამხრეთ კაროლინაში, მის მშობლიურ შტატში, რომლის გუბერნატორიც ორჯერ იყო 2011-2017 წლებში.
 ნიკი ჰეილის მხარდამჭერები – AP
დონალდ ტრამპმა პრეზიდენტობის კანდიდატის გამოსავლენად ჩატარებული შიდა პარტიული კენჭისყრის პირველ ეტაპზე გამარჯვება მოიპოვა ე.წ კოკუსშიც, რომელიც რესპუბლიკელებმა 15 იანვარს აიოვაში ჩაატარეს.
დაკავშირებული ამბები
სენატმა განიხილა პენტაგონის საბიუჯეტო მოთხოვნა, რომელიც ტრილიონ ნახევარ დოლარს შეადგენს პროკურორი თეთრი სახლის კორესპონდენტთა ვახშამზე თავდასხმის კადრებს ავრცელებს
სხვა ამბები