კატეგორიები

პესკოვი: “უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობას არ ბომბავენ”

პესკოვი: “უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობას არ ბომბავენ”

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი ამბობს, რომ კიევსა და ხარკივზე თავდასხმა არ უნდა განიხილებოდეს მოსკოვის საპასუხო დარტყმად, კვირას რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქალაქ დოკეცკზე განხორციელებული თავდასხმის გამო.

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიომ ამ ორი წლის განმავლობაში ნახა, თუ როგორ ექცევიან რუსი სამხედროები უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობას და ამის მტკიცებულებებიც მრავლადაა, პესკოვი ამბობს, რომ რუსი სამხედროები მშვიდობიან მოსახლეობას თავს არ ესხმიან.

„ჩვენ ვაგრძელებთ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას და ჩვენი სამხედროები არ ბომბავენ საცხოვრებელ სახლებს თუ სხვა სოციალურ ობიექტებს. არ ვბომბავთ მშვიდობიან მოქალაქეებს, კიევის რეჟიმისგან განსხვავებით. სწორედ ეს არის ის, რაც განასხვავებს ჩვენს ჯარს კიევის ჯარისგან“, – აცხადებს დიმიტრი პესკოვი.

დაკავშირებული ამბები
მოსკოვში არ ფიქრობენ, რომ სომხეთში არჩევნები თავისუფალ გარემოში ჩატარდა რუსული მედია: დონეცკის ოლქში უკრაინული დრონის სამგზავრო ავტობუსთან შეჯახების შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა
სხვა ამბები