კატეგორიები

ძლიერი ქარბუქი ევროპის სამხრეთ ნაწილში

ძლიერი ქარბუქი ევროპის სამხრეთ ნაწილში
გასულ უქმეებზე ევროპის სამხრეთ ნაწილში, აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე, ძლიერი ქარბუქი იყო.

ესპანეთში დაიკეტა  მნიშვნელოვანი ავტომაგისტრალები. შტორმი „ხუანი“ რამდენიმე პროვინციას დაატყდა თავს. დაბალი ტემპერატურისა და ქარბუქის გამო ქვეყნის ზოგიერთი რეგიონი  განგაშის გამოსაცხადებლად ემზადებოდა.

სამხრეთ ავსტრიაში, კარინტიის რეგიონში, ქარბუქს წინ უძღოდა ძლიერი წვიმა. გზების მოყინვამ მოძრაობის მხრივ ქაოსი გამოიწვია. პოლიციაში რამდენიმე ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ შევიდა შეტყობინება, თუმცა, როგორც ჩანს, სერიოზულად არავინ დაშავებულა. შეფერხდა სარკინიგზო მიმოსვლაც. მოგვიანებით ვითარება შედარებით გამოსწორდა.

ძლიერი ქარბუქი იყო ბალკანეთის რამდენიმე ქვეყანაშიც, კერძოდ, ბოსნიაში, ხორვატიასა და სლოვენიაში. დაბალი ხილვადობისა და ძლიერი ქარის გამო მძღოლებს მოყინულ გზებზე უჭირდათ გადაადგილება. სლოვენიის გარკვეულ ადგილებში ქარის სიჩქარე 100 კილომეტრ საათს აღწევდა. ბოსნიასა და ხორვატიაში დაიკეტა გზები, მათ შორის ძირითადი ავტომაგისტრალები.

Related news
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შეთანხმება BREXIT-დან 6 წლის შემდეგ კიევში უპასუხეს რუსეთის ბრალდებებს უკრაინისთვის ბირთვული არსენალის გადაცემის შესახებ
სხვა ამბები