მთავარიევროპაესტონეთიესტონეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ესტონეთში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტს ქვეყნის დატოვება მოუწევს

ესტონეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ესტონეთში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტს ქვეყნის დატოვება მოუწევს

მიტროპოლიტ ევგენის 6 თებერვალს ქვეყნის დატოვება მოუწევს. ესტონეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება ეროვნულ უსაფრთხოებას უკავშირდება.

ესტონეთი აცხადებს, რომ აღარ გააგრძელებს, ქვეყანაში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის ბინადრობის ნებართვას, რადგან იგი აშკარად უჭერს მხარს რუსეთის ომს უკრაინაში.

ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, მოსკოვის საპატრიარქოს მიტროპოლიტს არაერთხელ სთხოვეს, შეეწყვიტა ინტერვენციის გამართლება და კრემლის რიტორიკა.

ესტონეთის სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელის ინდრეკ არუს თქმით, გადაწყვეტილება არ არის დაკავშირებული ეკლესიასთან ან რელიგიურ მოძრაობასთან, ისინი საფრთხეს ვერ ხედავენ ეკლესიის მხრიდან. როგორც არუ ამბობს, ეს მხოლოდ ერთ კონკრეტულ ადამიანს ეხება.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მიტროპოლიტს ქვეყანაში დარჩენის უფლებას ეროვნული უსაფრთხოების მიზეზით აღარ უგრძელებენ. თუმცა დასძინა, რომ თავად მიტროპოლიტი ესტონეთისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

ესტონეთში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელი მიტროპოლიტი ევგენი ამბობს, რომ იგი ნებისმიერი სახის ომს ეწინააღმდეგება. მან ეს უკვე ბევრჯერ აღნიშნა და თვლის, რომ დასამატებელი აქ აღარაფერია.

რუსეთის უკრაინაში ინტერვენცია განსაკუთრებით მგრძნობიარე თემაა ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, სადაც ჯერ კიდევ ცხოვრობენ რუსულ ენაზე მოლაპარაკე უმცირესობები.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend