კატეგორიები

ისრაელმა ღაზის სექტორზე მორიგი საჰაერო იერიში მიიტანა

ისრაელმა ღაზის სექტორზე მორიგი საჰაერო იერიში მიიტანა

ღაზის სექტორზე მორიგი საჰაერო თავდასხმის შედეგად 16-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

ისრაელის მხრიდან ღაზაზე საჰაერო თავდასხმა გრძელდება ალყაში მოქცეულ ობიექტებზეც, სადაც მშვიდობიან მოსახლეობას ურჩევდნენ თავშესაფრის მოძიებას.

ამავდროულად, ჯერჯერობით უცნობია, დაურიგდათ თუ არა “ჰამასის” ქრონიკული დაავადებების მქონე ტყვეებს მედიკამენტები, რომლებიც ღაზის ტერიტორიაზე საფრანგეთისა და კატარის შუამავლობით გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში შევიდა.

ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამსახურის ინფორმაციით, 7 ოქტომბრის შემდეგ ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად 24000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

დაკავშირებული ამბები
ღაზაში ყურბან-ბაირამის დღესასწაული დანგრეულ მეჩეთთან აღნიშნეს ევროპის მთავრობები ისრაელს ღაზის ფლოტილიის აქტივისტების მიმართ უდიერი მოპყრობის გამო აკრიტიკებენ
სხვა ამბები