კატეგორიები

რომის პაპმა ფრანცისკემ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა

რომის პაპმა ფრანცისკემ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა

რომის პაპ ფრანცისკეს თქმით, ის დიდ მწუხარებას გამოთქვამს ერაყის ქალაქ ირბილში სარაკეტო თავდასხმის დროს დაღუპულთა გამო. მან მორწმუნეებს მოუწოდა, ილოცონ პალესტინის, ისრაელისა და უკრაინისთვის.

,,ვწუხვარ და ვუსამძიმრებ ერაყის ქალაქ ირბილში სირიელების მიერ სარაკეტო თავდასხმის დროს დაღუპულთა ოჯახებს. მეზობელ ქვეყნებს შორის კარგი ურთიერთობა ასეთი ქმედებებით არ შენდება. ყველას ვთხოვ, რომ მოერიდონ ისეთ ნაბიჯებს, რამაც შეიძლება დაძაბულობა უფრო გაზარდოს ახლო აღმოსავლეთსა და კონფლიქტის სხვა კერებში.

არ დავივიწყოთ ის ქვეყნები, რომლებიც ომში არიან – უკრაინა, პალესტინა და ისრაელი. ნუ დავივიწყებთ ასევე ღაზის სექტორს, სადაც უამრავი უდანაშაულო იტანჯება და სიცოცხლისთვის იბრძვის. ომს არ აქვს კავშირი სიყვარულთან, ის მხოლოდ სიძულვილსა და სიკვდილს თესავს. მოდი ვილოცოთ ომისგან დატანჯული ადამიანებისთვის და მათ მხნეობა ვუსურვოთ’’, – ამბობს რომის პაპი ფრანცისკე.

დაკავშირებული ამბები
პიტ ჰეგსეტის განცხადებით, საბრძოლო მოქმედებების მიუხედავად, აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში რჩება სენატმა განიხილა პენტაგონის საბიუჯეტო მოთხოვნა, რომელიც ტრილიონ ნახევარ დოლარს შეადგენს
სხვა ამბები