შვეიცარიის ქალაქ დავოსში გამართულ ეკონომიკურ ფორუმზე აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანი ვრცელი სიტყვით გამოვიდა. მან ისაუბრა რუსეთის ომზე უკრაინაში და თქვა, რომ შეერთებული შტატები აუცილებლად გააგრძელებს უკრაინის დახმარებას.
“პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ესაუბრა პრეზიდენტ ჯო ბაიდენს. მე და ბატონი ენტონი ბლინკენიც შევხვდით უკრაინის პრეზიდენტს. მინდა გითხრათ, რომ უკრაინელი ხალხი მხნედ არის და ყოველთვის მზადაა საბრძოლველად. შეერთებული შტატები კი მათ აუცილებლად დაეხმარება. ჩვენ დღითიდღე ვაძლიერებთ უკრაინის ჯარების წვრთნას.
რაც შეეხება ისრაელ-“ჰამასის” ომს. პირველ რიგში ჩვენ კონფლიქტის დასრულება გვინდა. ამის შემდეგ უნდა უზრუნველვყოთ ამ ტერიტორიისა და ხალხის უსაფრთხოება, რათა იგივე არ განმეორდეს. ჩვენი სურვილია, კონფლიქტის დასრულების შემდეგ ღაზა აღარ იყოს ტერორიზმის კერა. გვინდა, შევქმნათ ისეთი მომავალი, როცა ისრაელელებსა და არაბებს მშვიდად შეეძლებათ ცხოვრება. ვიცი, რომ ამ წუთებში უამრავი ბრაზი და ტკივილია ამ ხალხის გულებში და თითქოს მათი შერიგება წარმოუდგენელია, მაგრამ ეს გახლავთ მშვიდობის დამყარებისკენ მიმავალი ერთადერთი გზა”, – ამბობს ჯეიკ სალივანი, აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში.
I met today with @IsraeliPM, @yoavgallant, @gantzbe,@Tzachi_Hanegbi, & the War Cabinet in Tel Aviv to discuss our shared objective of defeating Hamas while minimizing harm to civilians & ensuring the increased and sustained flow of humanitarian assistance. https://t.co/3BKFb3bhBa
— Jake Sullivan (@JakeSullivan46) December 15, 2023