კატეგორიები

“რომელი თქვენგანია მზად, წინ აღუდგეს რუსულ არმიას?” – ზელენსკი დასავლელ ლიდერებს

“რომელი თქვენგანია მზად, წინ აღუდგეს რუსულ არმიას?” – ზელენსკი დასავლელ ლიდერებს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დავოსის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოვიდა. უკრაინის ლიდერმა საკუთარი გამოსვლის დიდი ნაწილი დასავლეთის მიერ კიევისათვის სამხედრო დახმარების მიწოდების აუცილებლობასა და ვლადიმერ პუტინის შესახებ საუბარს დაუთმო. ზელენსკიმ პუტინს უწოდა კორუმპირებული ომის დამნაშავე. ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტმა რიგი მოკავშირე სახელმწიფოებიც გააკრიტიკა და მათ უკრაინის მხარდამჭერ პროცესებში უფრო აქტიურად ჩართვისკენ მოუწოდა.

ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი: “თუკი ვინმეს მიაჩნია, რომ ეს მხოლოდ ჩვენ გვეხება, ძალიან ცდება. მიმდინარე ომი მხოლოდ უკრაინის გამოწვევა არ გახლავთ. რუსული აგრესიის სამიზნე და მსხვერპლი ნებისმიერი თქვენგანი შეიძლება აღმოჩნდეს. გულწრფელად გკითხავთ, რომელი თქვენგანი არის მზად, რომ დღეს რუსულ არმიას წინ დაუდგეს? თქვენი სახელმწიფოდან რამდენი კაცი და ქალია მზად გაწიროს სიცოცხლე?

რუსეთის ფედერაციის გაყინული აქტივები კრემლის მიერ წარმოებული ომისგან თავდაცვის მიზნით უნდა გამოვიყენოთ, ასევე ომის შემდგომი რეკონსტრუქციისთვის. პუტინს მხოლოდ ფული ადარდებს, მას და მის ოლიგარქებს მხოლოდ და მხოლოდ ფული აინტერესებთ და ამ ფულის დაკარგვის გამო პუტინი ომის დაწყებას ინანებს”.

Related news
კიევში უპასუხეს რუსეთის ბრალდებებს უკრაინისთვის ბირთვული არსენალის გადაცემის შესახებ ევროპელი დიპლომატები პირობას დებენ, რომ უკრაინა 90 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარებას მაინც მიიღებს
სხვა ამბები