მთავარიევროპაუკრაინარიში სუნაკი: "უკრაინის მხარდაჭერით არ დავიღლებით"

რიში სუნაკი: “უკრაინის მხარდაჭერით არ დავიღლებით”

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი უკრაინაში ჩავიდა. ბრიტანელი ლიდერი შეხვდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და მისი ხელისუფლების მაღალჩინოსნებს. უკრაინაში რუსული ინტერვენციის დაწყებიდან 23 თვის შემდეგ ლონდონი კიევს გადასცემს  2,5 მილიარდი ბრიტანული ფუნტის მოცულობის სამხედრო დახმარების კიდევ ერთ პაკეტს.

რიში სუნაკი, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი: “სწორედ ჩვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები განსაზღვრავენ ამ ომის ბედს. ჩვენ დანებებას არ ვაპირებთ, დღეს გამოვაცხადეთ ამ ომის განმავლობაში სამხედრო დახმარების ყველაზე დიდი პაკეტი, რაც კიევისთვის 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ გადაგვიცია. ეს სამხედრო პაკეტი გულისხმობს საჰაერო თავდაცვის მეტ სისტემას, მეტ ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღებას, მეტ რაკეტასა და მეტ საარტილერიო ჭურვს. ჩვენ უზრუნველვყოფთ უკრაინელი ჯარისკაცების გაწვრთნას და 200 მილიონი ფუნტით ვაპირებთ უკრაინული სამხედრო დრონების წარმოების მხარდაჭერას”.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend