კატეგორიები

ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ომის დაწყების შემდეგ 23 000 პალესტინელი დაიღუპა

ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ომის დაწყების შემდეგ 23 000 პალესტინელი დაიღუპა
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ისრაელს მოუწოდებს, გააძლიეროს ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა და გაზარდოს ჰუმანიტარული დახმარების ხელმისაწვდომობა.

თელ-ავივში გამართულ პრესკონფერენციაზე მან ასევე განაცხადა, რომ ისრაელმა უნდა იმუშაოს პალესტინელ ლიდერებთან ერთად, რომლებსაც სურთ მშვიდობა და საკუთარი ხალხის კეთილდღეობა. თუმცა ისიც აღნიშნა, რომ დიდ გამოწვევებთან არის დაკავშირებული მტერთან ბრძოლა, რომელიც მშვიდობიან მოსახლეობაშია შერეული. ისინი სკოლებსა და საავადმყოფოებში იმალებიან და იქიდან ხსნიან ცეცხლს.

ბლინკენი დასძენს, რომ ამ ომს ღაზის მშვიდობიანი მოქალაქეები ეწირებიან,  განსაკუთრებით დიდია მსხვერპლი ბავშვებში.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი – AP

ისრაელის ძალები კი აგრძელებენ იერიშს და ინტენსიურად ბომბავენ  ალყაში მოქცეულ ტერიტორიას.

მოქალაქეები იძულებული არიან, გაიქცნენ, ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს უჭირთ მოსახლეობის დახმარება. გაეროს წარმომადგენლები ხან -იუნისში თავიანთი თავშესაფრის დაბომბვის შესახებ ავრცელებენ ინფორმაციას.

ისრაელის დაბომბვის შედეგად დაღუპულები და დაჭრილები ალ-აქსას საავადმყოფოში გადაჰყავთ. საავადმყოფო ძალიან მწირი რესურსით მუშაობს. ისრაელის სამხედრო აქტივობების გამო მიმდებარე ტერიტორიიდან ევაკუაციის ბრძანებაა გაცემული. ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაღუპულთა რაოდენობამ 23 000-ს გადააჭარბა, მათგან 10 000 ბავშვია.

Related news
გაეროში აცხადებენ, რომ ღაზაში მცხოვრები პალესტინელები რამადანს მძიმე პირობებში აღნიშნავენ გაერო ისრაელს მოუწოდებს, უზრუნველყოს ღაზის სექტორზე უფრო მეტი წვდომა
სხვა ამბები