მთავარიევროპარუსეთირუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატი ეკატერინა დუნცოვა მიიღებს მონაწილელობას

რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატი ეკატერინა დუნცოვა მიიღებს მონაწილელობას

2024 წლის მარტში რუსეთში გაიმართება საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც დამოუკიდებელი კანდიდატი, ეკატერინა დუნცოვა მიიღებს მონაწილეობას.

ეკატერინე დუნცოვა რუსეთის ხელისუფლებას უკრაინაში მშვიდობის დამყარებისა და ომის დასრულებისკენ მოუწოდებს.

,,ძალიან ბედნიერი ვარ. გააზრებული მაქვს, რომ ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი პერიოდი იწყება. პირველი ეტაპი გავიარე, ახლა უკვე ველოდები საარჩევნო კომისიის დასტურს და მალევე შევუდგები ჩემს საქმეს”,-ამბობს ეკატერინა დუნცოვა, რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატი.

გასულ კვირას მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე ეკატერინა დუნცოვას კანდიდატურა 521 წევრისგან შემდგარმა მხარდამჭერთა ჯგუფმა ოფიციალურად წარადგინა.

რუსეთის საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, თუ კანდიდატი პარტიიდან არ იყრის კენჭს, მას მინიმუმ 500 ოფიციალური მხარდამჭერის თანხმობა სჭირდება იმისთვის, რომ კანდიდატად დარეგისტრირდეს.

ცენტრალური საარჩევნო კომისია დუნცოვას კანდიდატურას განიხილავს და რამდენიმე დღეში მიიღებს გადაწყვეტილებას.

დუნცოვა კმაყოფილებას გამოთქვამს და ფიქრობს, რომ მისმა გუნდმა ამ ეტაპისთვის ყველაფერი სათანადოდ გააკეთა. მას იმედი აქვს, რომ  რეგისტრაციაც წარმატებით დასრულდება.

რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომიტეტმა ოთხშაბათს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატად დაარეგისტრირა ვლადიმერ პუტინიც.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend