მთავარიევროპაუკრაინაბოლო 24 საათში რუსეთმა უკრაინის ქალაქების მიმართულებით ათეულობით დრონი გაუშვა

ბოლო 24 საათში რუსეთმა უკრაინის ქალაქების მიმართულებით ათეულობით დრონი გაუშვა

უახლესი ანგარიშის მიხედვით, რუსეთმა დააზიანა ან გაანადგურა თითქმის ყველა შენობა უკრაინის აღმოსავლეთის ქალაქ ავდიივკაში. ეს  რუსეთის გეგმის ნაწილია, რომელიც სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განზრახ გადანადგურებას ისახავს მიზნად.
ავდიივკა, უკრაინა – Euronews

ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთმა უკრაინის ქალაქების მიმართულებით ათეულობით დრონი და ერთი საკრუიზო რაკეტა გაუშვა. ამასთანავე, რუსეთი ცდილობს უკრაინის აღმოსავლეთში სახმელეთო ოპერაცია დაიწყოს. თუმცა მისი წარმატება ნაკლებად სავარაუდოა. უკრაინელ სამხედროებს ჯერჯერობით აქვთ საკმარისი შეიარაღება,  მაგრამ შეერთებული შტატების კონგრესის მიერ დაბლოკილი დახმარების გარეშე ვითარება შესაძლოა საგრძნობლად შეიცვალოს.

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერი ჯონ კირბი ამბობს, რომ მიმდინარე თვეს აშშ გეგმავს, უკრაინას დახმარების კიდევ ერთი პაკეტი გადასცეს. თუმცა, როგორც ბატონმა მაკკორდმა კონგრესისთვის წარდგენილ მოხსენებით ბარათში აღნიშნა, როდესაც ეს მოხდება, თეთრ სახლს აღარ ექნება შესაბამისი უფლებამოსილება. ამიტომ აუცილებელია,  კონგრესმა მყისიერად იმოქმედოს.

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერი ჯონ კირბი-Wite House

თავის ყოველდღიურ მიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეთორმეტე პაკეტის მიღებისთვის. პაკეტი მოიცავს დამატებით შეზღუდვებს ექსპორტსა და იმპორტზე, ხარვეზების აღმოფხვრასა  და სანქციების გვერდის ავლის შემთხვევაში შესაბამის რეაგირებას.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კი თავისი არტილერიის ბრძოლის ამსახველ კადრებს ავრცელებს. ბოლო რამდენიმე თვეა,  ფრონტის ხაზზე ვერც ერთი მხარე ვერ აღწევს მნიშვნელოვან პროგრესს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend