მთავარიაზიაისრაელიისრაელის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ „ჰამასის“ დამარცხებას რამდენიმე თვე დასჭირდება

ისრაელის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ „ჰამასის“ დამარცხებას რამდენიმე თვე დასჭირდება

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა თელავივში შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთან ჯეიკ სალივანთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ „ჰამასის“ წინააღმდეგ ბრძოლას რამდენიმე თვე დასჭირდება.

შეერთებული შტატები ისრაელს მოუწოდებს, ომი რაც შეიძლება სწრაფად დაასრულოს

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერი ჯონ კირბი აცხადებს, რომ ომი შესაძლოა დღესვე დასრულდეს, თუკი „ჰამასის“ ლიდერი სწორ ნაბიჯს გადადგამს, დადებს იარაღს, ჩაბარდება და მძევლებს გაათავისუფლებს, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა ასე მოხდეს ამ ომში, რომელიც „ჰამასმა“ წამოიწყო. მისი განცხადებით, ისრაელს აქვს უფლება და პასუხისმგებლობა, გააგრძელოს ბრძოლა, რათა დაიცვას თავისი თავი, ერი და მოსახლეობა.

პალესტინელების ევაკუაცია ისრაელის დაბომბვის შემდეგ 14 დეკემბერი, 2023- Copyright AP

ღაზის სექტორში ინტენსიური და მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს, მიუხედავად იმისა, რომ, როგორც ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებენ, „ჰამასის“ მებრძოლები თითქმის ყოველდღიურად ნებდებიან მათ.

მსოფლიო სასურსათო პროგრამის დირექტორის მოადგილე კარლ სკაუ ამბობს, რომ ღაზაში ჰუმანიტარული ოპერაცია კოლაფსის ზღვარზეა. შექმნილი პირობების გათვალისწინებით, შეუძლებელია დახმარების გაწევა. მისი თქმით, საჭიროა ასევე მოცულობის გაზრდა, ამისათვის კი უნდა გაიხსნას დამატებითი სასაზღვრო გადასასვლელები.

მსოფლიო სასურსათო პროგრამა დამატებითი გასასვლელების გახსნას მოითხოვს, რადგან ამჟამად მხოლოდ ერთი ფუნქციონირებს და იქაც სერიოზული შეფერხებებია.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ღაზის მოსახლეობის 90 პროცენტი არასაკმარისად იკვებება, მოსახლეობის ნახევარი კი, ფაქტობრივად, შიმშილობს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend