ვოლოდიმირ ზელენსკი ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში მიიწვია, ზელენსკი არგენტინიდან შეერთებულ შტატებში გაემგზავრება.
უკვე დადასტურებულია, რომ უკრაინისთვის მეტი დახმარების მოპოვების მიზნით ვოლოდიმირ ზელენსკი კონგრესზე სიტყვით გამოვა.
კიევში კი უკრაინელი სამხედრო ტყვეების გასათავისუფლებლად ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა ხელისუფლებას უფრო მეტი ქმედითი ნაბიჯისკენ მოუწოდეს.
“უკრაინის მიმართ მხარდაჭერის კრახი უბრალოდ სიგიჟეა. ეს ეწინააღმდეგება ამერიკის ინტერესებს“ – ჯო ბაიდენი. 👇https://t.co/dqPYO25sl6
— Euronews Georgia (@EuronewsGeorgia) December 6, 2023
აზოვის პოლკის წევრი ვალერია სუბოტინა, რომელიც ყოფილი სამხედრო ტყვეა, ამბობს, რომ საპროტესტო აქცია ბევრი მიზეზის გამოა მნიშვნელოვანი. ერთ-ერთია საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მიპყრობა, რადგან მათ შეუძლიათ გამონახონ გზა და დაარწმუნონ რუსეთი, გაათავისუფლოს უკრაინელი სამხედროები.
ამავდროულად, ფრონტის ხაზის გასწვრივ გრძელდება შეტაკებები რუს და უკრაინელ სამხედროებს შორის. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კლიშჩიივკასთან ახლოს საარტილერიო ქვედანაყოფების ბრძოლის ამსახველ ვიდეოკადრებს ავრცელებს.